ნორვეგიამ ზამთრის ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ნორვეგიამ ზამთრის ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ნორვეგიელმა იოჰანეს დალე-სკედვალმა ბიატლონში, 15-კილომეტრიან შეჯიბრებაში ტყვია 20-ივე სამიზნეს მოარტყა და საკუთარ ქვეყანას მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მე-17 ოქროს მედალი მოუტანა. ამ მაჩვენებლით ნორვეგიამ ზამთრის ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლების რეკორდი გააუმჯობესა.

მანამდე ნორვეგიას რეკორდი 2022 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ჰქონდა დამყარებული, სადაც 16 ოქრო მოიგო.

დალე-სკედვალმა პირველი დგომითი სროლის შემდეგ, სუფთა შედეგით, ლიდერობა მოიპოვა და ხუთივე წრე ახლად დამუშავებულ თოვლსა და ძლიერი ქარის პირობებში 39 წუთსა და 17.1 წამში დაფარა. მისმა თანაგუნდელმა, სტურლა ჰოლმ ლეგრეიდმა მხოლოდ ერთხელ ააცილა და 10.5 წამით ჩამორჩა, რითიც ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ბრინჯაოს მედალი გერმანელმა ფილიპ ჰორნმა მოიპოვა, ის დალე-სკედვალს 25.6 წამით ჩამორჩა.

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნორვეგიელთა ანგარიშზე ჯამში 37 მედალია (17 ოქრო, 10 ვერცხლი, 10 ბრინჯაო). მეორე ადგილს 27 მედლით აშშ იკავებს (9 ოქრო, 12 ვერცხლი, 6 ბრინჯაო).