ნორვეგია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2020 წლის თამაშების გადადებისკენ მოუწოდებს
ნორვეგია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2020 წლის თამაშების გადადებისკენ მოუწოდებს

ნორვეგიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„ნორვეგიასა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული გადაუწყვეტელი სიტუაციის გამო, არამიზანშეწონილად და არასასურველად მიგვაჩნია ნორვეგიელი სპორტსმენების გაგზავნა ტოკიოში, ვიდრე მსოფლიო საზოგადოება არ გადაწყვეტს ამ პრობლებას.

შეშფოთება უკავშირდება არა მხოლოდ იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ზაფხულამდე კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ტოკიოში, არამედ გლობალურ სურათს, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს იმ გადაწყვეტილების საფუძვლად, რომელსაც მიიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაფერზე წინ დგას და აღნიშნულ სიტუაციაში სპორტსმენთა აზრი უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს“, – წერია განცხადებაში.

2020 წლის ზაფხულის თამაშები 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.