ნორიაკი კასაი მეცხრე ოლიმპიადაზე წასვლას აპირებს
ნორიაკი კასაი მეცხრე ოლიმპიადაზე წასვლას აპირებს

იაპონელმა ტრამპლინიდან მხტომელმა ნორიაკი კასაიმ განაცხადა, რომ 2022 წლის ოლიმპიადაზე აპირებს გამგზავრებას. 45 წლის ლეგენდამ პიონჩანგის თამაშებში მიიღო მონაწილეობა და გახდა პირველი სპორტსმენი, რომელიც ზედიზედ რვა ოლიმპიადაზე გამოვიდა. კორეაში კასაიმ ​მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

„არ ვამბობ, რომ მინდა პეკინში გამგზავრება. ამაში დარწმუნებული ვარ. საკუთარი ოჯახის წევრების წინაში გამოსვლა მოვახერხე. იმედგაცრუებული დავრჩი, რომ მედალი ვერ მივიღე, მაგრამ ამან მომცა სტიმული, ოთხი წლის შემდეგ, პეკინში გამოვიდე“, – განაცხადა კასაიმ სააგენტო AFP-სთან.

იაპონელმა ასევე დაამატა, რომ კარიერის დასრულება არ სურს და პეკინის შემდეგაც მეათე ოლიმპიადაზე გამოსვლას დაგეგმავს.

კასაის ოლიმპიადებზე დებიუტი 1992 წელს ალბერვილში ჰქონდა. 1994 წელს მან ლილეჰამერში გუნდურ პირველობაში ვერცხლი მოიპოვა, 2014 წელს სოჭში ასევე გუნდურში ბრინჯაოს მედალი აიღო, აგრეთვე, ვერცხლი დიდ ტრამპლინში. მაშინ კასაი 41 წლის იყო.