ნორა კვიციანი - სამარცხვინო ამბავია, რომ ისევ გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციის მოწყობა
ნორა კვიციანი - სამარცხვინო ამბავია, რომ ისევ გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციის მოწყობა

სამარცხვინო ამბავია, რომ ისევ გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციის მოწყობა, – ამის შესახებ ნორა კვიციანმა ვერის ბაღში განაცხადა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„სამშობლოს მოყვარე ყველა ადამიანი აქ უნდა დადგეს, ვინც არის პატრიოტი. სამარცხვინო ამბავია, რომ ისევ გვიწევს „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციის მოწყობა. აგერ ვარ ფაქტი – 21-ე საუკუნეში შვიდი წლით მძევლად ვყავდი და იმ ხელისუფლებას უნდა მოსვლა, იმ ხელისუფლების წარმომადგენელი იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე, აქვს ახსნა ამას? რამდენი პოლიტპატიმარი ყავდა მაგ ხელისუფლებას? მათ ისეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რაც სხვას ნამდვილად არ ექნება“, – განაცხადა ნორა კვიციანმა.

ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს იხსენებენ. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.