ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიურ და პარალიმპიურ ნაკრებს მიმართა - თქვენს უკან დგას მთელი საქართველო #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიურ და პარალიმპიურ ნაკრებს მიმართა - თქვენს უკან დგას მთელი საქართველო #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე ჩვენს სპორტსმენებს ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა მიმართა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა პრეზიდენტმა, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა ქალმა, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონმა ჩვენი ნაკრები გაამხნევა და გზა დაულოცა:

„მოგესალმებით, ძვირფასო ოლიმპიელებო და პარალიმპიელებო. დღეს არის ღირსშესანიშნავი დღე, რადგან დამთავრდა თქვენი ნერვიულობა ოლიმპიადის ჩატარებასა და არჩატარებასთან დაკავშირებით. მე თვითონ სპორტსმენი ვარ და ვიცი რას ნიშნავს, როცა ასეთი დიდი ღონისძიება გაუთავებლად გადაიდება ხოლმე. წინ უფრო დიდი გამოცდა გელით. პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა და ყველაფერში ძალიან შეზღუდულები იქნებით, მაგრამ თქვენს უკან დგას მთელი საქართველო. ღირსეული გუნდი ხართ, იმედით შემოგყურებთ და თქვენგან მედლებს ველით. ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დევიზი – უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე! დარწმუნებული ვარ, ამ შემართებით იბრძოლებთ“.

დატოვე კომენტარი