ნომერი 1 პელეა - ლეგენდარულმა რონალდომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რონალდოს სთხოვეს, ჩამოეთვალა ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო ფეხბურთელი.
„პელე – ნომერი პირველია. ეჭვგარეშე. შემდეგ ადგილს იყოფენ ლიონელ მესი და დიეგო მარადონა.
მათ მოჰყვებიან ზიკო, რომარიო, კრიშტიანო რონალდო, მარკო ვან ბასტენი, ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, რივალდო, რონალდინიო…
დარწმუნებული ვარ, ვიღაც ნამდვილად დამავიწყდა. ყოველ ჯერზე, როცა ამგვარი რეიტინგის შედგენას მთხოვენ, სხვადასხვა სიას ვადგენ. მხოლოდ პირველი სამი ადგილია უცვლელი.
ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია. შესაძლოა, მას არ ჰყოფნის გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მან მოიგო ოლიმპიური თამაშები, თითქმის ყველაფერი… ის ნამდვილად შედის ტოპ ათეულში. არ ვიცი, უკვე რამდენი ფეხბურთელი ვახსენე, მაგრამ ის უნდა იყოს მეცხრე ან მეათე ადგილზე…
ეს ბიჭები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ყველა მოთამაშე, რომლებიც დავასახელე, სხვადასხვა თვისებით გამოირჩევა. აი, ამიტომაც არის ფეხბურთი შესანიშნავი.
ეს ჩემი აზრია. ეს არის ჩვეულებრივი ლაყბობა ბარში, მაგრამ ამ თემას ფართო გამოხმაურება მოჰყვა, რადგან არის რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი, რომლებსაც სურთ, ამ სიაში საკუთარი თავი შეიყვანონ. მე მერიდება საკუთარი თავის ჩასმა ამ ჩამონათვალში, მაგრამ მე გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ყველა მათგანით და მათი წვლილით მსოფლიო ფეხბურთში“, – განაცხადა რონალდომ.