ნოიერის აზრით, „ბაიერნი“ საკუთარი შეცდომების გამო დამარცხდა
ნოიერის აზრით, „ბაიერნი“ საკუთარი შეცდომების გამო დამარცხდა

„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა გერმანიის სუპერთასზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

„მე პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის თამაში მომეწონა, გოლის გატანაც კი შეგვეძლო, მაგრამ შემდეგ ჩვენი შეცდომების გამო დორტმუნდელებს თამაშში შემოსვლის საშუალება მივეცით“, – ციტირებს ნოიერს მიუნხენელთა ოფიციალური გვერდი. – „ჩვენ რომ შეცდომები თავიდან აგვეცილებინა და მომენტები გამოგვეყენებინა, მაშინ საერთოდ სხვა შედეგს მივიღებდით. მიუხედავად მარცხისა, კლუბი მთლიანობაში წინასასეზონო მომზადებით კმაყოფილია“ – დაასრულა გოლკიპერმა.