ნოდარ ყალიჩავა კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე – ნოდარ ყალიჩავა დაიმატა და მასთან ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.
ამავე დროს ბათუმის „დინამო“ ინარჩუნებს უფლებას, 25 წლის მეკარესთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივოს.
„ბედნიერი ვარ ბათუმის „დინამოში“ გადმოსვლით. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და, შესაბამისად, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მისი მაისურის ტარება. მზად ვარ, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. მოუთმენლად ველი ჩვენს არაჩვეულებრივ გულშემატკივართან შეხვედრას და მოედანზე გასვლას“.
ნოდარ ყალიჩავა ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და გამოცდილი მეკარეა, რომელიც პეტერბურგის „ზენიტის“ აღზრდილია. 2022 წელს სამშობლოში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა და „სამგურალს“ შეუერთდა, სადაც 2025 წლამდე ითამაშა.
ახალგაზრდა მეკარე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და საქართველოში გამართულ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდის განაცხადშიც მოხვდა.
ნოდარ ყალიჩავა ბათუმის „დინამოს“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და გუნდთან ერთად სრულფასოვან საწვრთნელ პროცესშია ჩართული.