ნოდარ ქავთარაძის პირველი კომენტარი - „დინამოში“ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო
ნოდარ ქავთარაძის პირველი კომენტარი - „დინამოში“ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო
ნოდარ ქავთარაძემ თბილისის „დინამოში“ გადავიდა და „დინამოსთან“ კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა. 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გადასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„მოხარული ვარ, კონტრაქტი თბილისის „დინამოსთან“ რომ გავაფორმე. ეს ისტორიული კლუბია და ვეცდები, რომ მის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. თბილი დახვედრისთვის „დინამოს“ ხელმძღვანელობას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ამ კლუბში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და მიხარია, ოცნება რომ ავიხდინე“ – ამბობს ნოდარ ქავთარაძე.
ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე კლუბს ბათუმის „დინამოსთან’ შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა, მეორე დღეს კი ქუთაისელთა ყველაზე პრინციპულ კონკურენტთან კონტრაქტი გააფორმა.
თბილისის „დინამომ“ 26 წლის შემტევი ნახევარმცველი რუსეთში ცხოვრობდა, მოსკოვის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიის გაზრდილი და რუსეთის მოქალაქეა. თუმცა, 2017 წლიდან საქართველოშია და უკვე მეოთხე ქართულ კლუბში ჩაირიცხა. „დინამომდე“ იყო თბილისის „ლოკომოტივი“, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“.