ნოდარ ქავთარაძე „მეზოკოვეშდში“ ჩაირიცხა
ნოდარ ქავთარაძე „მეზოკოვეშდში“ ჩაირიცხა

უნგრეთის უმაღლესი ლიგის გუნდმა „მეზოკოვეშდმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ხელშეკრულება ქართველ ნახევარმცველ ნოდარ ქავთარაძესთან გააფორმა.

„ჩვენი ახალწვეული, შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე 28 წლისაა. ქართველი ფეხბურთელი დაიბადა მოსკოვში და კარიერის პირველი ეტაპი რუსეთში გაატარა. ახალგაზრდობაში თამაშობდა მოსკოვის „ლოკომოტივის“ დუბლშემადგენლობაში, შემდეგ „ლოკომოტივ-კაზანკაში“, „ტიუმენში“, „ვოლგაში“, „ტვერში“ და მაიკოპის „დრუჟბაში“. 2017 წლიდან საქართველში დაბრუნდა და ითამაშა თბილისის „ლოკომოტივში“, გორის „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოში“, ბოლოს კი „დინამო თბილისში“ გამოდიოდა, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა, ჩვენს გუნდში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა“, – წერს „მეზოკოვეშდის“ ოფიციალური გვერდი.

ნოდარ ქავთარაძემ „დინამო თბილისში“ წელიწადნახევარი ითამაშა და გუნდთან ერთად 2019 და 2020 წლებში ჩემპიონობა იზეიმა. ეროვნული ლიგის ბოლო სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა – 8 გოლს 2 საგოლე გადაცემა დაუმატა.

დატოვე კომენტარი