ნოდარ ქავთარაძე კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს #1TVSPORT
ნოდარ ქავთარაძე კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს #1TVSPORT

ნოდარ ქავთარაძე კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, 29 წლის ფლანგის შემტევი ფერგანის „ანდიჟანში“ ითამაშებს.

„ანდიჟანი“ გასულ სეზონში პირველ ლიგაში გამოდიოდა, პირველი ადგილი დაიკავა და უზბეკეთის სუპერლიგაში დაწინაურდა. გუნდში მხოლოდ ორი ლეგიონერია, ქავთარაძე კი მესამე უცხოელი გახდება.

ნოდარ ქავთარაძე მოსკოვის „ლოკომოტივის“ აღზრდილია, თამაშობდა „ლოკომოტივი 2“-ში. 2014 წელს გადავიდა „ტიუმენში“, 2016 წელს კი – „როსიჩში“. გარკვეული პერიოდი უნგრულ „მეზოკოვეშდში“ გაატარა.

2017 წლიდან ქავთარაძე საქართველოში ჩამოვიდა. უთამაშია თბილისის „ლოკომოტივში“, გორის „დილაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „დინამო თბილისში“, „საბურთალოში“. გასული სეზონი ქუთაისის „ტორპედოში“ ირიცხებოდა.