ნოდარ ლომინაძის ემოციური პოსტი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე - მე ეს შევძელი, მამიკო, ნეტავ აქ იყო #1TVSPORT
ნოდარ ლომინაძის ემოციური პოსტი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე - მე ეს შევძელი, მამიკო, ნეტავ აქ იყო #1TVSPORT

პორტუგალიური „ეშტორილის“ 22 წლის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას სოციალურ ქსელში ემოციურად გამოეხმაურა.

„მე ეს შევძელი, მამიკო, ნეტავ, აქ იყო და აქედან ხედავდე ამ ყველაფერს. ვიცი, რომ ამაყობ, სადაც ხარ, იქიდან. ყველა ნაბიჯი შენთვის არის. მიყვარხარ და მენატრები“, – წერს ლომინაძე.

ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ საშინაო მატჩში (თურქეთი, ბულგარეთი) ითამაშებენ.

ფრანგი სპეციალისტის სიაში ორი დებიუტანტია – ნოდარ ლომინაძე და გიორგი აბუაშვილი. ორივე მათგანი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე იყო.