ნოდარ ლომინაძემ სამედიცონო შემოწმება გაიარა და „ეშტორილთან“ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ნოდარ ლომინაძე კარიერას პორტუგალის „ეშტორილში“ გააგრძელებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
„ნოდარ ლომინაძემ პორტუგალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და 14 ივლისს „ეშტორილთან“ კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმებს“.
23 წლის ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, გასულ სეზონებში იჯარით წყალტუბოს „სამგურალსა“ და გორის „დილაში“ თამაშობდა, წელს კი „დინამო თბილისს“ დაუბრუნდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა.
ლომინაძე იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი, რომლის ფორმითაც ბოლო შესარჩევ ციკლში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი თავი პოლონეთის ნაკრებთან გამოიჩინა.
ტრანსფერის შემთხვევაში ლომინაძე მესამე ქართველი მოთამაშე გახდება, რომელიც პორტუგალიის მთავარ ლიგაში ითამაშებს – შარშან ოთარ მამაგეიშვილი „ფამალიკაოში“ გადავიდა, ხოლო მაისში პორტუგალიის ჩემპიონ „სპორტინგში“ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ქოჩორაშვილი ჩაირიცხა.