ნოდარ ლომინაძემ „ეშტორილის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ნოდარ ლომინაძე „ეშტორილის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ესტრელასთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა.
ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიურ გუნდს ივლისში, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდა და მხოლოდ ერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა – „ნოტინგემთან“ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა.
პორტუგალიის ჩემპიონატის პირველ ტურში, „ესტრელასთან“ მატჩში 25-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო შესვენების შემდეგ შეცვალეს. ანგარიში ტიაგო პარენტემ 36-ე წუთზე გახსნა, საბოლოო შედეგი კი სტუმართა თავდამსხმელმა, იანის სტოიჩამ 75-ე წუთზე დააფიქსირა.
ტურის შეხვედრა ჩაატარა ოთარ მამაგეიშვილმაც „ფამალიკაოს“ რიგებში, რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო და საშინაო არენაზე „სანტა კლარა“ 3:0 დაამარცხა. 22 წლის ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა.