ნოდარ იაშვილი კარიერას „ლოკომოტივში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ნოდარ იაშვილი კარიერას „ლოკომოტივში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ნოდარ იაშვილი, რომელმაც მცირე ხნის წინ „საბურთალო“ დატოვა, კარიერას მეორე თბილისურ კლუბში, „ლოკომოტივში“ გააგრძელებს – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„ნოდარ იაშვილი „ლოკოს“ ფეხბურთელია. საფეხბურთო კლუბსა და ნოდარ იაშვილს შორის 1,5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. 29 წლის მარჯვენა მცველი ჩვენს კლუბს „საბურთალოდან“ შემოუერთდა, სადაც მან მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა“, – წერია „ლოკომოტივის“ გავრცელებულ ცნობაში.

ნოდარ იაშვილს საქართველოს ჩემპიონის ტიტული სამჯერ აქვს მოგებული – ერთხელ „საბურთალოში“, ორჯერ კი „დინამო თბილისში“. 2021 წელს „დინამო თბილისში“ სუპერთასის გამარჯვებულიც გახდა.