ნოჩბოსნობა | ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ნოჩბოსნობა | ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

23 ივლისს პორტუგალიაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში იუნიორთა და 23-წლამდელ სპორტსმენთა შორის, სადაც 60 ქვეყანის 800-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ნიბოსნები – ალექსანდრე წივწივაძე, ნიკოლოზ ოდიშელიძე და მანანა პეტრიაშვილი იცავენ.

წინასწარი გაცურვების შემდეგ სამივე ქართველმა სპორტსმენი წარმატებით გამოვიდა.

კანოე სპრინტში 500-მეტრიან დისტანციაზე ალექსანდრე წივწივაძემ პირველი ადგილი დაიკავა და 25 ივლისს, 18:17 საათზე პირდაპირ ფინალში იასპრეზებს. წივიწივაძე ასევე კანოე სპრინტის 200-მეტრიან დისტანციაზეც მონაწილებდა, სადაც ფინალში გასასვლელად 25 ივლისს, 12:10 საათზე გაცურავს.

ნახევარფინალში გავიდნენს ასევე მანანა პეტრიაშვილი და ნიკოლოზ ოდიშელიძეც, რომლებიც ფინალის საგზურისთვის 24 და 25 ივლისს იბრძოლებენ.