ნოა ოკაფორი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ნოა ოკაფორი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს #1TVSPORT

„მილანი“ და „ნაპოლი“ 24 წლის შვეიცარიელი თავდამსხმელის, ნოა ოკაფორის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„ნაპოლი“ „მილანს“ ფეხბურთელის იჯარის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო 2025 წლის ზაფხულში 23 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

„მილანმა“ ოკაფორი 2023 წელს ავსტრიული „ზალცბურგიდან“ შეიძინა, თუმცა მას დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა.

რამდენიმე იტალიური გამოცემის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ოკაფორს ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად განიხილავს, რომელიც 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.