ნკუნკუმ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა - „ჩელსის“ ფორვარდი მინიმუმ ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს #1TVSPORT
ნკუნკუმ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა - „ჩელსის“ ფორვარდი მინიმუმ ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ახალწვეული კრისტოფერ ნკუნკუ რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს ტრავმის გამო.

ფრანგმა თავდამსხმელმა მუხლი დაიზიანა „დორტმუნდთან“ ამხანაგურ მატჩში. იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელს მენისკის პრობლემა დაუდგინდა.

მოგვიანებით „ჩელსიმ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ნკუნკუმ ოპერაცია გადაიტანა და ხანგრძლივი პერიოდით გამოეთიშა ფეხბურთს.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ფრანგი, მინიმუმ, ოთხი თვე ვერ შეძლებს ვარჯიშების განახლებას.

„ჩელსიმ“ ნკუნკუ ამ ზაფხულს 60 მილიონ ევროდ შეიძინა „ლაიპციგიდან“. ფორვარდმა ლონდონურ კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა.