ნკუნკუმ ახალი ტრავმა მიიღო და სამ კვირას გამოტოვებს #1TVSPORT

19:42, 07.01.2024

ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდმა, კრისტოფერ ნკუნკუმ ისევ ტრავმა მიიღო.

26 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა გამოტოვა ინგლისის თასის მატჩი, რადგან ვარჯიშზე ბარძაყი დაიზიანა.

როგორც ჟურნალისტი რაჰმან ოსმანი წერს, ნკუნკუ დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს.

ზაფხულში „ჩელსიში“ 60 მილიონად გადასულმა ფორვარდმა ლონდონურ კლუბში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა.

მსგავსი