ნკუნკუ გერმანიაში წლის ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ნკუნკუ გერმანიაში წლის ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

გერმანულმა გამოცემა „კიკერმა“ შეაჯამა ხმის მიცემის შედეგები და 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

გამოკითხვის მონაწილეებს შეეძლოთ ხმა მიეცათ როგორც ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, ასევე გერმანელი ლეგიონერებისთვის.

გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „ლაიპციგის“ ფრანგი ლეგიონერი კრისტოფერ ნკუნკუ გახდა, რომელმაც ექვსი ქულით გაუსწრო რობერტ ლევანდოვსკის.

  1. კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიპციგი) – 134 ქულა
  2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 128
  3. კევინ ტრაპი (აინტრახტი) – 65
  4. ტონი კროოსი (რეალი) – 54
  5. ნიკო შლოტერბეკი (ფრაიბურგი) – 51
  6. თომას მიულერი (ბაიერნი) – 42
  7. ფილიპ კოსტიჩი (აინტრახტი) – 28
  8. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი) – 15
  9. მანუელ ნოიერი (ბაიერნი) – 15
  10. სიმონ ტეროდე (შალკე) – 15
დატოვე კომენტარი