„ნიუკასლში“ ახალი ინვესტორების მისვლის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ალეგრი გახდეს
„ნიუკასლში“ ახალი ინვესტორების მისვლის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ალეგრი გახდეს

„იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, „ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელი გახდეს, – წერს გაზეთი „სანი“.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ნიუკასლში“ ხელმძღვანელობა იცვლება. გუნდის ამჟამინდელმა მფლობელმა მაიკ ეშლიმ შეათანხმა პრემიერლიგის კლუბის გაყიდვა საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდთან, რომელსაც სათავეში უდგას ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმანი. გარიგება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს და მისი თანხა 300 მილიონი ფუნტი იქნება.

როგორც „სანი“ წერს, 53 წლის ალეგრი სწორედ ამ ახალი პროექტის ნაწილი გახდება.

მიმდინარე სეზონში „ნიუკასლი“ პრემიერლიგაში 29 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა.