„ნიუკასლს“ მთავარ მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნა სურს #1TVSPORT
„ნიუკასლს“ მთავარ მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნა სურს #1TVSPORT

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელად „რომას“ დამრიგებლის ჟოზე მოურინიოს დანიშვნა სურს.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ზაფხულში შეეცდება 59 წლის პორტუგალიელის დაყოლიებას. თუ ეს მოხდება, „ნიუკასლი“ დაითხოვს ედი ჰაუს, რომელმაც მიმდინარე სეზონის მსვლელობისას, „იუნაიტედის“ ფანების კეთილგანწყობა დაიმსახურა.

ჟოზე მოურინიოს პრემიერლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ორჯერ ედგა სათავეში „ჩელსის“, რომელთან ერთადაც სამჯერ მოიგო ტიტული, ასევე ავარჯიშებდა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს“.

თავად მოურინიომ ამას წინ განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის „რომაში“ დარჩენას აპირებს.