„ნიუკასლს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT
„ნიუკასლს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT

„ნიუკასლ იუნაიტედის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა ედი ჰაუ. მხარეებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც 2024 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰაუმ სტივ ბრიუსი შეცვალა, რომელმაც გუნდი ოქტომბრის მიწურულს დატოვა.

ედი ჰაუს ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ბორნმუთი“ ის ასევე „ბარნლიში“ მუშაობდა.

პრემიერლიგის 11 ტურის შემდეგ, „ნიუკასლი“ ხუთი ქულით მე-20 ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში. გუნდს ჯერ მოგება არ აქვს.