„ნიუკასლმა“ „ყარაბახს“ მეორედ მოუგო და მერვედფინალში გადავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნიუკასლმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის მეორე მატჩიც მოუგო „ყარაბახს“ და მერვედფინალში გავიდა. ინგლისელებმა პირველი მატჩი აზერბაიჯანში 6:1 მოიგეს, მეორეში კი მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს – 3:2.
უკვე მეექვსე წუთისთვის მასპინძლები სანდრო ტონალისა და ჟოელინტონის გოლებით 2:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე ერთი წუთის ინტერვალით გუნდებმა გოლები გაცვალეს – კამილო დურანმა შეამცირა ანგარიში და იქვე სვენ ბოტმანმა დაუბრუნა „ნიუკასლს“ ორბურთიანი უპირატესობა. „ყარაბახმა“ ხუთ წუთში მეორე გოლი გაიტანა – მარკო იანკოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ დაამატა ელვინ ჯაფარგულიევმა, რომლის გოლიც ბოლო აღმჩნდა მატჩში.
1/8-ფინალში „ნიუკასლი“ „ჩელსის“ ან „ბარსელონას“ შეხვდება.