„ნიუკასლმა“ ნიკო გონსალესი 50 მილიონ ფუნტად შეიძინა #1TVSPORT

10:12, 27.08.2026

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ნიკო გონსალესი „მანჩესტერ სიტიდან“ „ნიუკასლში“ გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ გარიგების თანხა 47 მილიონ ფუნტს შეადგენდა. კიდევ სამი მილიონი გათვალისწინებულია ბონუსების სახით.

გონსალესმა „სიტის“ შემადგენლობაში ორი სეზონი გაატარა და პრემიერლიგის 36 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

მსგავსი