„ნიუკასლმა“ მოლაპარაკებები გამართა ფილიპე კოუტინიოსა და სტოუნზის ტრანსფერებზე
„ნიუკასლმა“ მოლაპარაკებები გამართა ფილიპე კოუტინიოსა და სტოუნზის ტრანსფერებზე

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ დაიწყო მოლაპარაკებები „მანჩესტერ სიტის“ მცველის ჯონ სტოუნზისა და „ბარსელონას“ ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით, – წერს „კალჩომერკატო“.

კლუბი აპირებს ვარსკვლავური მოთამაშეებით გაძლიერებას და ამისთვის უკვე დგამს პირველ ნაბიჯებს. ორივე ფეხბურთელი ამ ზაფხულს გუნდის გამოცვლას გეგმავს.

„ნიუკასლს“ სეზონის ბოლომდე ახალი მფლობელები ეყოლება, რომლებიც დიდი ფულის დახარჯვას აპირებენ სატრანსფერო ბაზარზე. პრემიერლიგამ უკვე დართო ნება საუდის არაბეთის პრინცს კლუბის შეძენაზე.

არ არის გამორიცხული, რომ გუნდში მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდეს რაფა ბენიტესი. სწორედ მას სურს ამ ორი ფეხბურთელის შეძენა, თუ ისევ ჩაუდგება სათავეში „ნიუკასლს“.