„ნიუკასლმა“ „ლილთან“ მატიას ფერნანდეს პარდოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

17:10, 31.08.2026

მატიას ფერნანდეს პარდო ფრანგულ „ლილს“ დატოვებს და კარიერას „ნიუკასლში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, ინგლისური კლუბი 21 წლის ბელგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის. ფეხბურთელი ინგლისში დღეს, 31 აგვისტოს გაემგზავრება.

მატიას ფერნანდეს პარდო „გენტში“ გამოდიოდა და „ლილის“ წევრი 2024 წელს გახდა. ბოლო ორ სეზონში მან ფრანგული გუნდის მაისურით 71 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ფერნანდეს პარდოს ბელგიის ეროვნული გუნდის რიგებში 5 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მსგავსი