„ნიუკასლმა“ ისაკს აცნობა, რომ არ გაყიდის ამ ზაფხულს „ლივერპულში“ #1TVSPORT
„ნიუკასლმა“ ისაკს აცნობა, რომ არ გაყიდის ამ ზაფხულს „ლივერპულში“ #1TVSPORT

„ნიუკასლი“ არ გაყიდის წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ალექსანდერ ისაკს.

გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, კლუბმა აცნობა შვედ ფორვარდს, რომ 2025 წელს მისი ტრანსფერი არ შედგება. ისაკის შეძენაზე პრეტენზიას „ლივერპული“ აცხადებდა.

ამ გადაწყვეტილებამ 25 წლის ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ „ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ ისაკს აცნობა, რომ თანაგუნდელებისგან ცალკე უნდა ივარჯიშოს.

წერენ, რომ ისაკი არ ითამაშებს „ნიუკასლში“, სანამ „არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ მას უარს ეტყვიან ამ სატრანსფერო ფანჯრისას გადასვლაზე“. კლუბის პოზიცია არ შეიცვლება, თუნდაც „ნიუკასლმა“ კიდევ ერთი ფორვარდი შეიძინოს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლმა“ უარყო „ლივერპულის“ წინადადება 110 მილიონი ფუნტის ღირებულებით.