„ნიუკასლმა“ ისაკი პირველ გუნდთან ვარჯიშებს ჩამოაშორა #1TVSPORT
„ნიუკასლმა“ ისაკი პირველ გუნდთან ვარჯიშებს ჩამოაშორა #1TVSPORT

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობამ ვარჯიშებს ჩამოაშორა თავისი მთავარი ფორვარდი ალექსანდერ ისაკი.

როგორც Sky Sports-ი იტყობინება, შვედ თავდამსხმელს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მისვლის უფლება დაუტოვეს, ოღონდ მხოლოდ ძირითადი გუნდის წასვლის შემდეგ.

უფრო ადრე წერდნენ, რომ ისაკმა დატოვა ქალაქი და არ აცნობა „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობას თავისი ადგილმდებარეობის შესახებ. მოგვიანებით გაირკვა, რომ შვედი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა თავისი ყოფილი კლუბის, „სოსიედადის“ ბაზაზე. რამდენიმე დღეში ფორვარდი დაუბრუნდა თავის ამჟამინდელ გუნდს, მაგრამ პირველ შემადგენლობასთან ვარჯიშის უფლება აღარ მისცეს.

ჭორების მიხედვით, ფეხბურთელისადმი აქტიურ ინტერესს იჩენს „ლივერპული“. თავად ისაკსაც სურს ახალ გუნდში გადასვლა, მაგრამ კლუბები ვერ ახერხებენ ტრანსფერის თანხაზე მოლაპარაკებას.

ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლის აგვისტოდან თამაშობს. 2024-25 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.