„ნიუკასლმა“ „ასტონ ვილასთან“ ჯეიკობ რემზის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
„ნიუკასლმა“ „ასტონ ვილასთან“ ჯეიკობ რემზის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

24 წლის ინგლისელი შემტევი ჯეიკობ რემზი „ასტონ ვილას“ დატოვებს და კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ბირმინგემელები ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. რემზის სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ახალ კლუბთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

რემზი „ასტონ ვილას“ ძირითად გუნდში 2018 წელს ჩაირიცხა და ამ პერიოდის განმავლობაში 167 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.