„ნიუკასლის“ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ინგლისის ჩემპიონატი ივნისის ბოლომდე არ უნდა განახლდეს
„ნიუკასლის“ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ინგლისის ჩემპიონატი ივნისის ბოლომდე არ უნდა განახლდეს

ინგლისური კლუბების მწვრთნელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ სეზონის განახლება ივნისის შუა რიცხვებიდან არარეალურია, – იუწყება Sky Sports.

„ნიუკასლის“ მთავრმა მწვრთნელმა კოლეგების პოზიცია ახსნა. სტივ ბრიუსმა განმარტა, რომ ფეხბურთელებს სრულფასოვანი ვარჯიშისა და ოპტიმალურ ფორმაში მოსვლისთვის დრო არ ეყოფათ. ბრიუსის აზრით, თუ ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება (როგორც დაგეგმილია), სპორტსმენებს უკიდურესად დატვირთული გრაფიკითა და ინტენსივობით მოუწევთ ვარჯიში, რაც ტრავმებს რისკს ძალიან გაზრდის.

„ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ სეზონის განახლების ოპტიმალური დრო – ივნისის ბოლო რიცხვებია.