„ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა განიხილება
„ნიუკასლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა განიხილება

ბრაზილიური „ფლამენგოს“ დამრიგებელი ჟორჟე ჟეზუსი პრემიერლიგის „ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელად მოიაზრება. ამის შესახებ გამოცემა „გოლი“ იუწყება.

გასულ სეზონში, მისი ხელმძღვანელობით, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბრაზილიურმა გუნდმა ბრაზილიის ჩემპიონობა და ლიბერტადორესის თასი მოიპოვა. გარდა ამისა, ითამაშა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, სადაც „ლივერპულთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ნიუკასლის“ ახალი ხელმძღვანელობის პრიორიტეტი არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო იყო, რომელსაც წელიწადში 19 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზეს.

გარდა ამისა, სავარაუდო კანდიდატებად სახელდებოდნენ მასიმილიანო ალეგრი და ლუჩანო სპალეტი.

დატოვე კომენტარი