„ნიუკასლის“ მხარდამჭერთა გვერდი - როდესაც შანსი იყო, მამარდაშვილი უნდა დაგვემატებინა #1TVSPORT
„ნიუკასლის“ მხარდამჭერთა გვერდი - როდესაც შანსი იყო, მამარდაშვილი უნდა დაგვემატებინა #1TVSPORT

„ნიუკასლის“ გულშემატკივრები გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერით გულდაწყვეტილები არიან და თვლიან, რომ მათმა რჩეულმა გუნდმა მისი დამატების შანსი ხელიდან გაუშვა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტი მეტყველებს.

„მამარდაშვილთან კონტრაქტი უნდა გაგვეფორმებინა, როდესაც ამის საშუალება გვქონდა“, – წერს გვერდი MagpieMedia პლატფორმა X-ზე.

ახალი სეზონიდან „ნიუკასლს“ გამოცდილი მეკარე მარტინ დუბრავკა დატოვებს, რომელიც კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლი“ მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას დიდხანს აწარმოებდა, თუმცა საქმეში „ლივერპული“ ჩაერთო.

საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელიც მიმდინარე სეზონს „ვალენსიაში“ იჯარის წესით ატარებს, ტრავმირებული იყო, თუმცა ვარჯიში იმაზე ადრე განაახლა, ვიდრე ელოდნენ.