„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა სტადიონზე გულშემატკივრის მიზიდვას ცდილობს
„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა სტადიონზე გულშემატკივრის მიზიდვას ცდილობს

„ნიუკასლი“ სეზონური აბონემენტის მფლობელ გულშემატკივრებს დამატებით სთავაზობს ნახევარი სეზონისთვის გათვლილ თითო აბონემენტს საჩუქრად, რათა მათ ნაცნობი გულშემატკვრები წაიყვანონ სტადიონზე და ტრიბუნები შეავსონ.

კვირას, 8 დეკემბერს, „კაჭკაჭები“ შინ „საუთჰემპტონს“ შეხვდნენ და თამაშს 42 303 მაყურებელი დაესწრო, რაც 53 000-იანი „სენტ ჯეიმს პარკისთვის“  2010 წლის შემდეგ სარეკორდოდ დაბალი მაჩვენებელია.

სასაჩუქრე აბონემენტი „ნიუკასლის“ 10 საშინაო მატჩს მოიცავს და იწყება 28 დეკემბრის მატჩით „ევერტონის“ წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები გუნდის მფლობელ მაიკ ეშლის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მიმდინარე სეზონის დასაწყისში საპროტესტო აქციაც კი გამართეს სტადიონის სიახლოვეს.

„ნიუკასლს“ ამჟამად 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება.