„ნიუკასლის“ ახალი მფლობელი პოჩეტინოს წელიწადში 20 მილიონზე მეტს სთავაზობს
„ნიუკასლის“ ახალი მფლობელი პოჩეტინოს წელიწადში 20 მილიონზე მეტს სთავაზობს

„ნიუკასლის“ ახალი მფლობელები საუდის არაბეთიდან აპირებენ მთავარ მწვრთნელად „ტოტენჰემის“ ყოფილი დამრიგებლის მაურისიო პოჩეტინოს მიწვევას.

„სკაი სპორტსის“ ბოლო ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი მზად არის, პოჩეტინოს წელიწადში 21 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუ „ნიუკასლი“ ვერ შეძლებს არგენტინელის მიწვევას, მაშინ წინადადებით მიმართავენ რაფა ბენიტესს.

პოჩეტინო „ტოტენჰემიდან“ 2019-20 წლების სეზონის მსვლელობისას გაანთავისუფლეს და მის ადგილას ჟოზე მოურინიო მივიდა.

ბენიტესი „ნიუკასლში“ 2016-19 წლებში მუშაობდა. ესპანელი გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა.