„ნიუკასლი“ მზად არის ლინგარდი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს #1TVSPORT
„ნიუკასლი“ მზად არის ლინგარდი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი „ნიუკასლის“ პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.

„ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ უკვე იანვარში შეძლებს 28 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას, რომლის კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლინგარდის წარმომადგენელთან.

გაზეთ The Times-ის ინფორმაციით, „ნიუკასლი“ შესთავაზებს ლინგარდს 4.5-წლიან კონტრაქტს და ყველაზე მაღალ ხელფასს კლუბში. აღნიშნავენ, რომ „იუნაიტედი“ მზად არის გადაუხადოს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს კვირაში 100 ათასი ფუნტი. დღეს ასეთ თანხას „ნიუკასლში“ მიგელ ალმირონი იღებს.

ამ სეზონში ლინგარდმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.