„ნიუკასლი“ გერმანიის ნაკრებისა და „შტუტგარტის“ თავდამსხმელის, ნიკ ვოლტემადეს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT
„ნიუკასლი“ გერმანიის ნაკრებისა და „შტუტგარტის“ თავდამსხმელის, ნიკ ვოლტემადეს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს გადაიხდის #1TVSPORT

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და „შტუტგარტის“ 23 წლის თავდამსხმელი ნიკ ვოლტემადე კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. „ნიუკასლმა“ ტრანსფერთან დაკავშირებით გერმანულ კლუბს უკვე ოფიციალურად მიმართა და, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე იმყოფებიან.

კონტრაქტის გაფორმებას მხოლოდ მცირე დეტალების შეთანხმება აფერხებს. ინგლისური კლუბი ფეხბურთელში 90 მილიონ ევროს გადაიხდის.

გადაწყვეტილება ვოლტემადეს შეძენაზე პირდაპირ უკავშირდება ალექსანდერ ისაკის მომავალს. შვედი თავდამსხმელი „ლივერპულში“ გადასვლას დაჟინებით ითხოვს და „ნიუკასლში“ დარჩენა აღარ სურს. შედეგად, კლუბში მდგომარეობა დაიძაბა და მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ ისაკის ნდობა დაკარგა. ამიტომაც სურთ ინგლისელებს გერმანელის დამატება, რომელიც შვედის შემცვლელად განიხილება.

გასულ სეზონში ვოლტემადემ ბუნდესლიგაში 28 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ივნისში გამართულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავდამსხმელმა 6 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.