„ნიუკასლ იუნაიტედი“ 22 წლის ბრაზილიელით გაძლიერდა
„ნიუკასლ იუნაიტედი“ 22 წლის ბრაზილიელით გაძლიერდა

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ გერმანული „ჰოფენჰაიმიდან“ ბრაზილიელი ჟოელინტონი კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 40 მილიონ ფუნტ სტერლინგად (49.76 მილიონი ევრო) შეიძინა, იტყობინება „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN).

22 წლის ჟოელინტონი, ამ სატრანსფერო ფანჯარაში და ახალი მწვრთნელის, სტივ  ბრიუსის ხელში, „კაჭკაჭების“ პირველი შენაძენია.

„ვიცი, რომ კლუბმა ჩემში დიდი ინვესტიცია ჩადო და ეს უზარმაზარ პასუხისმგებლობას მაკისრებს“, – განაცხადა ჟოელინტონმა, – „ძალიან მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, რომ მოედანზე ყველაფერს დავაბრუნებ“.

22 წლის ბრაზილიელამდე „ნიუკასლის“ ყველაზე ძვირი შემაძენი პარაგვაელი პლეიმეიკერი მიგელ ალმირონი იყო, რომელშიც გუნდმა მიმდინარე წლის იანვარში 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

ჟოელინტონი ახალ გუნდში 9 ნომერი მაისურით ითამაშებს, რომელიც თავის დროზე ლეგენდარულ ალან შირერს ეცვა.