„ნიუელს ოლდ ბოისმა“ 2027 წელის მესის გაფორმება დაგეგმა #1TVSPORT
„ნიუელს ოლდ ბოისმა“ 2027 წელის მესის გაფორმება დაგეგმა #1TVSPORT

არგენტინული „ნიუელს ოლდ ბოისის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ხუან მანუელ მედინამ განაცხადა, რომ კლუბი 2027 წლის იანვარში ლიონელ მესის ტრანსფერს გეგმავს. მისი თქმით, მოლაპარაკებები პოტენციურ გარიგებაზე უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეომ ითამაშოს „ნიუელსში“ 2027 წლის პირველ ნახევარში, მაგრამ მეტი ჯერ არაფერი არ არის. ეს კლუბის პროექტის ნაწილია. ეს პროექტი ქალაქ როსარიოსთვის, პროვინციისა და არგენტინული ფეხბურთისთვისაა.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანი სპორტული პროგრამის მხრივ რისი შეთავაზება შეგვიძლია. იყო მოლაპარაკებები, იდეა წამოიჭრა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის“, – განუცხადა მედინამ არგენტინულ გამოცემა Toda Pasion-ს.