„ნიუ ჯეთსში“ ორი ბექას ქართულ დუეტს B1 და B2 დაარქვეს - პირველი ისე მოგვეწონა, მეორეც ავიყვანეთ #1TVSPORT
„ნიუ ჯეთსში“ ორი ბექას ქართულ დუეტს B1 და B2 დაარქვეს - პირველი ისე მოგვეწონა, მეორეც ავიყვანეთ #1TVSPORT

„ნიუ ჯეთსში“ მიქელთაძე-დარცმელიას ქართულ დუეტს B1 და B2 შეარქვეს, რადგან მიქელთაძის მსგავსად, ავსტრალიური კლუბის ახალწვეულსაც ბექა ჰქვია.

„პირველი ისე მოგვეწონა, რომ მეორე ავიყვანეთ – B1 და B2 – ასეთი სახალისო პოსტით წარადგინა „ნიუ ჯეთსმა“ სეზონის დაწყებამდე გამართულ პრეზენტაციაზე კლუბის ახალწვეული ბექა დარცმელია, ქართველების სურათზე კი წარწერაა – „რა სჯობს ერთ ბექას? ორი ბექა“.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ახალ სეზონში, რომელიც 8 ოქტომბერს იწყება, ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი ქართველი ითამაშებს. ა-ლიგის გუნდებში უკვე სამი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა.

თბილისის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი ბექა დარცმელია „ნიუ ჯეთსში“ ბექა მიქელთაძის გაკვალულ გზაზე აიყვანეს – 25 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, შედეგიანობით გამოიჩინა თავი, გუნდის ბომბარდირი გახდა და წლის ფეხბურთელად დაასახელეს.

დარცმელიას გარდა, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს ავსტრალიის ა-ლიგის კლუბში კიდევ ერთი ქართველი აიყვანეს – „მაკარტურში“ საბერძნეთის სუპერლიგის „ლამიადან“ ბაჩანა არაბული მიიწვიეს.