„ნიუ იორკმა“ დევიდ ფიზდეილი გაათავისუფლა
„ნიუ იორკმა“ დევიდ ფიზდეილი გაათავისუფლა

„ნიუ იორკ ნიქსმა“ ბოლო წლების განმავლობაში მთავარი მწვრთნელი არაერთხელ შეცვალა. გუნდის ხელმძღვანელობამ არც დევიდ ფიზდეილი დაინდო. „ნიქსმა“ ბოლო მატჩი ფიზდეილის ხელმძღვანელობით „მედისონ სქუერ გარდენში“ „დენვერთან“ 37 ქულიანი სხვაობით წააგო. ნიუ იორკელებმა 22 ჩატარებული მატჩიდან 18 წააგეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე არიან, ეს გუნდისთვის (ისტორიაში) ყველაზე ცუდი სტარტია ლიგაში. ინფორმაციას 45 წლის სპეციალისტის გათავისუფლების შესახებ „ესპნ-ის“ (ESPN) ჟურნალისტი, ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს.