ნიუ იორკის შტატში საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

00:22, 16.04.2020

ნიუ იორკის შტატში საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა ადამიანს საზოგადოებრივ ადგილებში უნდა ჰქონდეს ნიღაბი ან პირი და ცხვირი დაფარული. ეს აუცილებელია ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ შეგიძლია, ან არ იცავ სოციალურ დისტანციას“, – განაცხადა კუომომ და ერთ-ერთ ასეთ მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასახელა.

ახალი წესი ნიუ იორკის შტატში სამ დღეში ამოქმედდება, რათა მოსახლეობამ დამცავი საშუალებების შეძენა შეძლოს. ამასთან, ენდრიუ კუომომ წესის დარღვევისთვის სანქციების დაწესება არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის ციხეში არავინ წავა.

მსგავსი