ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 280 ადამიანი გარდაიცვალა
ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 280 ადამიანი გარდაიცვალა

ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 280 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „სიენენი“ იტყობინება, ამის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.

„ზოგადი ტენდენცია კარგია, თუმცა, მაჩვენებელი კვლავ ძალიან მტკივნეულია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დრო გამოვიყენოთ და გაკვეთილი ვისწავლოთ იმისგან, რაც გამოვიარეთ“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.

ნიუ იორკის გუბერნატორის ინფორმაციით, შემცირებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი პაციენტების რაოდენობა, ასევე ჰოსპიტალიზებულთა რიცხვიც.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსს 66 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მილიონ 134 ათასზე მეტი შემთხვევა.