ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი გარდაიცვალა
ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი გარდაიცვალა

ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 207 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.

როგორც კუომომ აღნიშნა, შტატში დაფიქსირდა კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი 20 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალია.

ენდრიუ კუომოს განცხადებით, გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა „კვლავ საშინლად მაღალია, თუმცა უკეთესია“.

ნიუ იორკის გუბერნატორის განცხადებით, ის შტატის თითოეულ რეგიონში შექმნილ ვითარებას დეტალურად შეისწავლის, რათა შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.