ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ კარანტინს 15 მაისამდე გაახანგრძლივებს
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ კარანტინს 15 მაისამდე გაახანგრძლივებს

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ კარანტინს 15 მაისამდე გაახანგრძლივებს სხვა შტატების გუბერნატორებთან კოორდინაციით.

ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 606 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც პრესკონფერენციაზე გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, ბოლო ერთ დღეში დაღუპულებს შორის 577 საავადმყოფოებში, ხოლო 29 მოხუცებულთა თავშესაფრებში გარდაიცვალა. კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა ნიუ იორკში ​სულ 12 192-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში შტატში „კოვიდ-19“ 8000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. ნიუ იორკის შტატში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 222 000-ზე მეტი შემთხვევა.

როგორც ენდრიუ კუომომ განაცხადა, ნიუ იორკის ხელისუფლების ყურდღება განსაკუთრებით ფოკუსირებულია მოხუცებულთა სახლებზე, რომლებიც ეპიდემიის ფონზე მთავარ რისკზონას წარმოადგენს.