ნიუ იორკის გუბერნატორი - ჩვენ გავრცელების კონტროლი შეგვიძლია, ყველაზე ცუდი უკვე ჩავლილია
ნიუ იორკის გუბერნატორი - ჩვენ გავრცელების კონტროლი შეგვიძლია, ყველაზე ცუდი უკვე ჩავლილია

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აცხადებს, რომ „ყველაზე ცუდი უკვე ჩავლილია“. ბოლო ერთ დღეში ნიუ იორკში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 671 შეადგინა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„ჩვენ გავრცელების კონტროლი შეგვიძლია. ყველაზე ცუდი ჩავლილია, თუ წინსვლას ჭკვიანურად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ ყოველდღიურ ბრიფინგზე.​

კორონავირუსს ნიუ იორკის შტატში სულ 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ერთი დღის განმავლობაში აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე „კოვიდ-19“-ით 1500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.