ნიუ იორკის გუბერნატორი აცხადებს, რომ კორონავირუსით შტატის მოსახლეობის 40-80 პროცენტი დაინფიცირდება
ნიუ იორკის გუბერნატორი აცხადებს, რომ კორონავირუსით შტატის მოსახლეობის 40-80 პროცენტი დაინფიცირდება

აშშ-ის ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით მოსახლეობის 40-80 პროცენტი დაინფიცირდება. როგორც გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნიუ იორკის შტატში ახალი ტიპის კორონავირუსის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქ ნიუ იორკში ფიქსირდება.

კუომოს განმარტებით, რაც უფრო მეტ ტესტს ატარებენ, ინფიცირებულების რიცხვი სულ უფრო იზრდება და მომავალში ვირუსით შტატის მოსახლეობის 40-80 პროცენტი დაინფიცირდება. ეს მაჩვენებელი კი 7,8 – 15,6 მილიონამდე ადამიანს უდრის. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, მათი მიზანი ამ სწრაფი გავრცელების შეჩერებაა. თუმცა, დაამატა, რომ ამას თვეები დასჭირდება.

ენდრიუ კუომოს განმარტებით, ამ ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია, გაიზარდოს საავადმყოფოების რაოდენობა, რათა მათ ყველა დაავადებულ ადამიანს აღმოუჩინონ დახმარება.