ნიუ-იორკის ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა

11:07, 28.12.2018

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ქუინსის რაიონის მცხოვრებლები უჩვეულო ცისფერი ნათების თვითმხილველები გახდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფორმატორი აფეთქდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მცირე ხნით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ლაგუარდიას აეროპორტი.

ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა მეტროპოლიტენმაც.

მსგავსი