„ნიუ იორკი“ დერიკ როუზის გადაბირებას ცდილობს
„ნიუ იორკი“ დერიკ როუზის გადაბირებას ცდილობს

დეტროიტისთვის“ 2020-21 წლების რეგულარული სეზონი უიმედოდ დაიწყო. „პისტონსი“ 5 მოგებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

The Athletic-ის ჟურნალისტები შემს ჩარანია და ჯეიმს ლ. ედვარდსი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დერიკ როუზის გადაბირებით „ნიუ იორკია“ დაინტერესებული. წყაროს ცნობით, მხარეები მოლაპარაკების პროცესში არიან.

როუზისთვის, შესაძლოა, ეს ვარიანტია საკმაოდ მომგებიანი და მისაღები გამოდგეს. როგორც ცნობილია, „ნიქსის“ ხელმძღვანელობა პარალელურად მოლაპარაკებებს დერიკის ყოფილ მწვრთნელთან, ტომ ტიბოდოსთან მართავს.

Yahoo Sports-ის ჟურნალისტი ვინსენტ გუდვილი იუწყება, რომ მოლაპარაკება დასკვნის ფაზაშია.

მიმდინარე წელს როუზი მატჩში საშუალოდ 14.2 ქულასა და 4.2 მოხსნას აგროვებს. პარკეტზე ის საშუალოდ 22.8 წუთს ატარებს.