„ნიუ იორკ თაიმსი“ – ვაშინგტონმა კიევსა და მოსკოვს თავდასხმების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთსა და უკრაინაში იქნებიან

02:37, 05.09.2026

ვაშინგტონმა კიევსა და მოსკოვს თავდასხმების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთსა და უკრაინაში იქნებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები 5 სექტემბერს მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, სადაც როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ომის დასასრულებლად წინადადება უნდა გააჟღერონ.

6 სექტემბერს კი აშშ-ის წარმომადგენლები კიევშიც ჩავლენ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას, სადაც მანამდე არც ერთხელ არ ჩასულან, მიუხედავად მოსკოვში მრავალგზის ვიზიტისა.

როგორც გამოცემასთან ანონიმური წყაროები აღნიშნავენ, ამ შეხვედრისთვის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტის განმავლობაში უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცეს არ დაარღვევს. შედეგად, შუაღამიდან უკვე ამოქმედდა სიჩუმის რეჟიმი, მათ შორის ფრონტის ხაზზეც, რომელიც 8 სექტემბრამდე გასტანს.

მსგავსი